Sunday, October 21, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება: ელექტრული ენერგიის  ხარჯი  და  დაზოგვის  გზების ძიება. 
                            
პროექტის  მთავარი  იდეა:  ოჯახში  მოხმარებული  ელექტრული   ენერგიის  დაზოგვის  გზების  ძიება.
  
პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები მიეჩვევიან ენერგიის  დაზოგვას  და  გაითვალისწინებენ,  რომ  ოჯახის მიერ  მოხმარებული  ენერგიის დაზოგვა შესაბამისად  გამოიწვევს ელექტრული  ენერგიის  დაზოგვას  ქვეყნის  მასშტაბით.

პროექტის მიზნები: თითქმის  ყველა  ოჯახში  ელექტრული  ენერგიის  უყაირათო  ხარჯვაა,  ამიტომ პროექტის მიზანია  ელექტრული  ენერგიის  დაზოგვის  გზების  ძიება.
                                          
მონაწილეთა  ასაკი: 15-16წ
     
ვადები/ხანგრძლივობა 1თვე.
 
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  ისწავლიან მონაცემთა  წარმოდგენას  ცხრილისა  და  დიაგრამების  სახით, ენერგიის ხარჯის  შემცირება, დაზოგილი  ენერგიის  ხარჯზე  გაიზრდება  ოჯახის  ბიუჯეტი,   მოსწავლეები  მიეჩვევიან და  სხვასაც  ასწავლიან  ენერგიის  დაზოგვას.     ოჯახის  მიერ მოხმარებული ენერგიის  დაზოგვა    შესაბამისად  გამოიწვევს  ენერგიის  დაზოგვას  ქვეყნის  მასშტაბით.  
              
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ელექტრო ენერგიის მომხმარებლები, მრიცხველი, სახელმძღვანელო, რვეული, ფანქარი.  კომპიუტერი.  
                                                                                                                         
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):                                                                                                            აქტივობა1. კითხვა-პასუხით  განვსაზღვრავთ ელექტრული   ენერგიის  მომხმარებელ   მოწყობილობათა  ჩამონათვალს,  რომელსაც მოიხმარს  მოსწავლის  ოჯახი.                                                                                                          აქტივობა2. მოსწავლეებს  მიეცემათ  დავალება: 1) გამოთვალონ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა 1თვის  განმავლობაში და წარმოადგენენ  ცხრილის  სახით, დახმარებისათვის შეიძლება მიმართონ მშობლებს.                                                                                                                                                  დაადგინონ  ელექტრული  ენერგიის  ღირებულება და წარმოადგინონ  სვეტობრივი  დიაგრამის  სახით.               
აქტივობა3. ჩამოწერონ  რა საშუალებით დაზოგავს ენერგიას  მათი ოჯახი და იანგარიშონ დაზოგილი  ბიუჯეტი.  
                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
საგნებთან/საგნობრივ  საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
მათემატიკასთან  კავშირი/პროექტი  შეესაბამება  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებს.  
                
პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ზოია  ჭკადუა.   
                                                                                              
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: zoia.baileti@gmail.com